გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი გეგმა
წელიწადის დროები
სწავლების საფეხური
მე-2 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი შედეგის მიღწევაში
 უცხ..I.6.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.

წინასწარი ცოდნა
იციან მშობლიურ ენაზე წელიწადის დროები
შეფასების საგანი და პროცედურა
ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს;
აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის);
დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი,პრეზენტაცია
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა:- გამოწვევა

აქტივობა l (5 წუთი)

      მასწავლებელი ესალმება ბავშვებს  ამზადებს საგაკვეთილო პროცესისთვის.
სვამს შეკითხვას წელიწადის რომელი დრო მოგწონთ? რატომ?

აქტივობა II (5 წუთი)

      მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დახატონ მათთვის  ყველაზე საყვარელი წელიწადის დრო მოსწავლეები სანამ ხატავენ მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას
B ფაზა :
მასწავლებელი იწყებს ახალი გაკვეთილის ახსას  month of the year 

აქტივობა III (20 წუთი)

 აჩვენებს მოსწავლეებს ელექტრონულ პრეზენტაციას
 წელიწადის  იმ დროზე რომელიც პირველია ამ ტექსტში ( ამ შემთხვევაში ზამთარზე).
    მოსწავლეები იწყებენ წიგნში მოცემული                  ტექსტის იმ ნაწილის წაკითხვას რომელიც შეეხება ზამთარს .
         მასწავლებელი აჩვენებს შემდეგი წელიწადის დროის ელექტრონულ ვერსიას მოსწავლეები კითხულობენ შესაბამის ნაწილს  და . ოთხივე დროზე.
        ( ელექტრონული პრეზენტაცია და თვალსაჩინოება უზრუნველყოფს მასალის უკეთ დამახსოვრებას  საინტერესო და სახალისოა, მოსწავლე ჩართულია და მოტივირებულია)
       
აქტივობაIV (5 წუთი)
        მასწავლებელი დაფაზე  წერს ტექტში მოცემულ უცნობ სიტყვების ლექსიკონებში შესატანად
C ფაზა - რეფლექსია

აქტივობა- V (10 წუთი)

   მასწავლელი სვამს შეკითხვას წელიწადის რომელი დროის ინგლისური მნიშვნელობა დაგამახსოვრდათ? აჩვენებს რომელიმე სლაიდს, მოსწავლე  რომელიც მიხვდება პასუხობს ინგლისურად თუ რა დროა ნაჩვენები სლაიდზე ან რომელი თვეა.
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას მოსწავლეებს, დახატონ წელიწადის ყველა დრო და ინგლისურად მიაწერონ რა დროა ნახატზე ასევე მიაწერონ ყველა დროს შესაბამისი თვეები. საუკეთესო ნაშრომი გამოიკვრება ერთი კვირით კედელზე.








No comments:

Post a Comment